|
2023-02-15 17:26:07, 993 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ADB-ის კვლევამ უნდა მოგვცეს სამოქმედო გეგმა, როგორ განვავითაროთ ყველა აეროპორტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია Steer Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების განვითარების კვლევას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შეფასებული იქნება საქართველოში მოქმედი აეროპორტების კონკურენტუნარიანობა, ეფექტიანობა და შეთავაზებული იქნება მათი გაუმჯობესების გზები და შემდგომი განვითარების ალტერნატივები, როგორც სტრატეგიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. კვლევა 10 წლიან პერიოდს მოიცავს. ,,ეს დოკუმენტი არ იქნება კონკრეტულად რომელიმე აეროპორტის ან ობიექტის განვითარების სტრატეგია, ეს იქნება ზოგადად ქართული ავიაციის, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით ჩვენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში განვავითარებთ სააეროპორტო ინდუსტრიას. იმისთვის, რომ ავიაციის ინდუსტრია იყოს ეკონომიკურად საინტერესო, კომერციულად მომგებიანი და რა თქმა უნდა, ცალკე აღებული რომელიმე აეროპორტის ან რომელიმე ავიაკომპანიის განვითარებას ვერ მოგვცემს იმ შედეგს რაც იგულისხმება კომერციულად საინტერესო და მომგებიან ინდუსტრიაში. ამისათვის საჭიროა კორელაცია და თანხვედრა ყველა მიმართულების განვითარების", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ძალიან დიდი ნიშა არსებობს ბაზარზე, რომლის დაკავებაც საქართველოს შეუძლია. რასაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული თანამშრომლობა სჭირდება. ,,ეს დოკუმენტი ამ მიმართულებით ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შექმნას გარემო და სწორ დროს, სწორი ფორმით მიაწოდოს კერძო სექტორს საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები,რომლებიც სხვადასხვა დროს იხსნება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. კვლევის ეტაპზე, შეფასდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტები, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა და მზაობა რომ მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, 10 წლიან პერიოდშია დაგეგმილი. შეფასება მოხდება, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. კვლევის ფარგლებში ბრიტანული კომპანია STEER GROUP ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, ადგილზე შეისწავლიან თბილისის, ქუთაისია და ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობებს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)