|
2023-02-15 14:07:04, 811 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე" სამდივნოს ხელმძღვანელს, რუსუდან კემულარიას და OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის უფროს მრჩეველს, ენდრიუ აუერბახს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე. "დელეგაციის ვიზიტის მიზანია საგადასახადო შეღავათებისა და ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მეორე სვეტის დანერგვის საპილოტე პროგრამის გახსნა. პროგრამის ფარგლებში, OECD დახმარებას გაუწევს საქართველოს ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის მე-2 სვეტის დანერგვაში. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის 14 ივნისს ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრეს ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფისა და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, საქართველო აქტიურად არის ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 138 იურისდიქციასთან ერთად, 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)