23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 10:23:12, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი მსხვერპლის დასამალად კრემატორიუმს იყენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გნერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ფედერაცია ომში  ცოცხალი ძალის დანაკარგის დასამალად კრემატორიუმს იყენებს. 

როგორც გენშტაბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრემატორიუმში დაღუპული სამხედროების დაწვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაზე, ერთ-ერთ დასახლებაში ხდება.

"ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სიმფეროპოლის ოლქის "კრასნაია ზორკას" დასახლებაში, მტერი დაღუპულთა რაოდენობის დასამალად იყენებს დაწვას. ადგილობრივი კრემატორიუმის მახლობლად, მუდმივად არის სამხედრო მანქანების რიგი, 10 ერთეულამდეა. ამ სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მოჰყავთ დაღუპული რუსი ჯარისკაცები და დაქირავებულები. კრემაცია მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კრემატორიუმი სამოქალაქო პირებს მომსახურებას არ უწევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics