|
2023-02-14 10:29:10, 1064 ნახვა
მსოფლიო
გაერო - სირია, მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად, კიდევ ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის
სირიის მთავრობა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გაერო-ს ცნობით, თურქეთის საზღვართან მდებარე ბაბ-ალ-სალამისა და ალ-რაეს გამშვები პუნქტები, 3 თვით გაიხსნება. "ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ანტონიო გუტერეშმა. როგორც BBC წერს, სირიის მთავრობა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დროს არსებულ სირთულეებსა და შეფრეხებებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს. საერთაშორისო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ყველა სფეროში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის არასწორი მართვაა. თურქეთსა და სირიაშიი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37 000-ს აჭარბებს. დამანგრეველ სტიქიას თურქეთში 31 643, ხოლო სირიაში 5 700 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით წერს, თურქეთში მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, სირიაში კი, ეს რიცხვი, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)