23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 17:30:59, 1684 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - ნატო ალიანსში მყოფ ქვეყნებს საბრძოლო მარაგის გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატო ალიანსში მყოფ ქვეყნებს საბრძოლო მარაგის გაზრდისკენ მოუწოდებს, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის დროს დასავლეთმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გასცა უკრაინის დასახმარებლად, რომელსაც აღდგენა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში დღეში 10 ათასამდე საარტილერიო ჭურვს იყენებს, აქედან გამომდინარე ნატო-ს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ალიანსის წევრებმა საბრძოლო მასალის გაზრდაზე დასახული ამოცანები უნდა შეასრულონ.

„ევროპა რუსეთს რომ შეებრძოლოს, ზოგიერთ ქვეყანას რამდენიმე დღეში ამოიწურება საბრძოლო მასალა“, - განუცხადა როიტერს ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics