|
2023-02-08 12:05:59, 889 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. „საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა მერმა და საზოგადოებას შესაბამისი ვიზუალური მასალა წარუდგინა. მისივე თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით. „ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)