23:14 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 13:25:16, 1035 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - რას გვახვევენ თავს? კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? - კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც მასობრივ ომშია ჩართული და მთელი მსოფლიო მას შესცქერის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. 

„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? - კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო! არც კი გვეკითხებიან, საქართველოს ოფიციოზსაც არ უსვამენ კითხვებს, სიმართლეა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზელენსკი, რომელიც ამხელა ომშია ჩართული და რომელსაც მთელი მსოფლიო შესცქერის, შეჩეჩებული ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი რას ვუძლებთ! ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ზეწოლა ჩვენ უფრო გვაძლიერებს“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics