|
2023-02-03 13:11:34, 902 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნადირაძე - „ვივამედის“ ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან - მათ აყენებენ შეურაცხყოფას და ემუქრებიან
ჩემი ექიმები, ჩემი მედდები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. როგორც ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე თქვა, მესამე პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით პოლიტიკური მდგენელი არსებობს, რაც კლინიკას "ბევრი მიმართულებით ხელს უშლის". "ამ პაციენტის მკურნალობაში, მთავარი არის ის, რომ არის დიდწილად პოლიტიკური მდგენელი, რაც რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველივე დღიდან არის წნეხი, პირველივე დღიდან გვიცხადებენ უნდობლობას. ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებსა თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც, მე მუდმივად მიწევს "სტაფის" შერჩევა, ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ბულინგს - ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, ჩემი მედდები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ", - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)