|
2023-02-02 18:03:29, 1735 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის სასამართლოზე დაკითხვას მოითხოვს
გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას. ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს შეგნებულად არ იღებს, მას აქვს ინფორმაცია, შესაბამისად ის არის ჩვეულებრივი მოწმე. "გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პატიმარს მუდმივი თვითდაზიანებისკენ და მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)