08:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 18:06:42, 1573 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილენკო - რუსებმა დაბომბეს ბახმუტი და ნანგრევებად აქციეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის კი ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. მან დასძინა, რომ რუსები კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ.

"რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები  მიზანმიმართულად  კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერს კირილენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics