|
2023-01-30 11:45:38, 1477 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრაზე მოხსენებით „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ. ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ. „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ“, - განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ. „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა. დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)