08:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 19:07:45, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონი 36-ჯერ დაბომბეს, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იური სობოლევსკი ავრცელებს. 

ხელისუფლება მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა საკრებულოს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, ხოლო დაშავებულია - 2.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსმა ძალებმა ასევე დაბომბეს ხერსონის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო, რის შედეგადაც მედდა დაშავდა. 

„მტერი ურტყამს ქალაქის საცხოვრებელ უბნებს, ამ წუთებში ბევრი მსხვერპლია ცნობილი: დაჭრილები და დაღუპულები.

ხერსონის მცხოვრებლებო, მიდით უახლოეს თავშესაფარში ან დარჩით სახლში ორკედლიანი წესით და არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ ქუჩაში“, - განაცხადა იური სობოლევსკიმ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics