09:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 20:10:03, 1443 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის საგარეო - ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, სამხედრო ტექნიკის მიწოდება კონფლიქტში მონაწილეობა არ არის

საფრანგეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში იარაღით მიწოდების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან ომშია, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ენ-კლერ ლეჟანდრი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას. 

"ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები, არ ვართ ომში რუსეთთან. სამხედრო ტექნიკის მიწოდება არ არის კონფლიქტში მონაწილეობა", - განაცხადა ლეჟანდრიმ ბრიფინგზე, გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის განცხადების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ვინაიდან დასავლეთი ომშია რუსეთთან და ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა კი განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის მხარეები გახდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics