09:23 - 08 Jul, 2026
|
2023-01-26 19:01:32, 1306 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - ვიმედოვნებთ, რომ Challenger 2 ტანკები უკრაინაში მარტის ბოლომდე ჩავა
დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ Challenger 2 ტიპის ტანკები, რომლებსაც ის უკრაინას აწვდის, ქვეყანაში მარტის ბოლომდე ჩავა, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრმა, ალექს ჩალკმა განაცხადა. მისივე თქმით, მარტის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ინტენსიურად გაივლიან ტრენინგებს მანქანების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებში. "განზრახვა არის, რომ ეს მარტის ბოლომდე მოხდეს", - განუცხადა მან პარლამენტს კითხვის საპასუხოდ, თუ როდის ჩავიდოდა ტანკები უკრაინაში. შეგახსენებთ, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის Challenger ტიპის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს და დამატებით საარტილერიო მხარდაჭერას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)