04:22 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 14:16:19, 986 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - კიდევ აქვს ილუზია, რომ აღმაშენებელია - ის კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს

მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა  კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რთული ქცევის პატიმარი, რომელიც არაერთი დანაშაულის მიუხედავად, კანონიერ სასჯელს ვერ ეგუება.

"ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა  კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი ვერ უშველის -  ვერც სიის შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმების მუქარა, რომ ამოალპობენ მათ მომავალში ციხეში. მათ უბრალოდ ვერავინ ამოალპობს ციხეში იმიტომ, რომ მელიებს, ხაბეიშვილებსა და მიშა სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ", - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics