05:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 18:16:06, 836 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ლავროვის განცხადებაზე - რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის აჯილდოებს

რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას

მისივე თქმით, ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიურ კავშირებს განიხილავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის არჩევანის ღალატი. 

“რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი”, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა და დიპლომატიური კავშირები მალე აღდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics