21:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 11:46:12, 1461 ნახვა

მსოფლიო
კიევის ოლქში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. უკრაინული მედია ოლქის პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ირინა პრიანიშნიკოვას თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, პოლიცია და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

"ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს მოხდა საბავშვო ბაღთან. ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ", - განაცხადა პრიანიშნიკოვამ.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს, საბავშვო ბაღში აღსაზრდელები და დაწესებულების სხვა  თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანი ევაკუირებულია.

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics