13:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 19:29:03, 1792 ნახვა

ომი უკრაინაში
სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და ევროპარლამენტარებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და ევროპარლამენტარებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

უწყების ცნობით,  რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი „სისტემატურ საზოგადოებრივ ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს. კერძოდ, დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია „ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ზომები შეეხო ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.

თუმცა, განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი გამოქვეყნდა და ძალაში 16 დეკემბერს შევიდა. შეზღუდვები შეეხო რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული თვითმფრინავების პროდუქტების სიას - აიკრძალა თვითმფრინავის ძრავები და მათი ნაწილები, როგორც პილოტირებული, ასევე უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის.

გარდა ამისა, გადაწყდა ევროპაში მაუწყებლობის ლიცენზიების გაუქმება ოთხი რუსული ტელეარხისთვის - Channel One, REN TV, NTV Mir და Rossii 1.

100-ზე მეტი რუსი მოხვდა ევროკავშირის პირადი სანქციების ქვეშ, მათ შორის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, რამდენიმე ფედერალური მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics