14:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 09:11:06, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის შეჭრის დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა - The Independent

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის თებერვლიდან მკვლელობის მცდელობას 12-ჯერ გადაურჩა. ამის შესახებ  დოკუმენტალისტი მწერალი კრის უიპლი, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა The Independent-ის ცნობით, უკრაინაში ვიზიტის დროს, CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. 

"ბერნსი ომის დაწყებამდე ჩავიდა კიევში, რათა ეცნობებინა ზელენსკისთვის, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა. 

ბაიდენმა დაავალა CIA-ს დირექტორს - აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში - მიეწოდებინა ზელენსკისთვის "რუსული შეთქმულების ზუსტი დეტალები" - ამან მაშინვე მიიპყრო ზელენსკის ყურადღება, ის გაოგნებული იყო ამ ამბებით",- წერს გამოცემა. 

უიპლის თქმით, ამ წარმატებული ისტორიებიდან სულ მცირე ორი აშშ-ს დაზვერვის წყალობით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ბრიტანულმა გამოცემა „თაიმსმა“  გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ მცირე სამ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics