|
2015-02-07 09:37:33, 869 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი
„ ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრის შემდეგ გახდა შესაძლებელი“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რეაქციაში“ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანის თქმით, 2014 წლიდან პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე აქტიურად მუშაობდა. „არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი დიდი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება მომხდარიყო ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო რამდენიმე დღეში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი. სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ღონეს ახმარდა ამ საქმის გახსნას, რაც მანამდე რატომღაც არ იყო ასე. მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო და რაც სექტემბრის შემდეგ გახდა შესაძლებელი",-განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი რეგულარულად ხვდებოდა პროკურორებს და მან იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად გამოცხადდებოდა. „გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ის რეგულარულად ხვდებოდა როგორც მსხვერპლი და მსხვერპლს აქვს თავისი უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის მიზნით ხვდებოდა პროკურატურას. მას მიეწოდებოდა ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე, რასაც დგამდა პროკურატურა საქმის გახსნის მიზნით. პრაქტიკულად მან იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო“,-განაცხადა წულუკიანმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)