07:41 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 17:46:41, 1272 ნახვა

პოლიტიკა
SBU-მ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

დეპარტამენტის ცნობით, ადამ დელიმხანოვი მარიუპოლის აღების დროს ჩეჩნეთიდან ჩასულ ჯარებს აზოვსტალზე თავდასხმის დროს მეთაურობდა, გარდა ამისა რუსმა დეპუტატმა საკუთარი ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა კადიროვის პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ის ამართლებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის საზღვრების შეცვლაში თანამონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით. 

”მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ზომები მის მართლმსაჯულებამდე მისასვლელად,” - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics