10:38 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 16:26:47, 1175 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება

12 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში „60+ კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური საღამო გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კლუბის სამთვიანი მუშაობის შემაჯამებელ საღამოზე ის ნამუშევრები და მუსიკალური ნომრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კლუბის წევრებმა მხატვარ ქეთი მატაბელის, ასევე, მუსიკოს და მსახიობ ია შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნეს და შეისწავლეს.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და განახორციელონ კლუბის ღონისძიებები, გაიცნონ ახალი ადამიანები. 

„კლუბის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული აქტივობები: გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ხატვისა და სიმღერის გაკვეთილები ტარდება. მსგავსი ტიპის კლუბები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წელია არსებობს. 

სერვისი - „60+ კლუბი“, გაერო-ს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, დედაქალაქის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics