|
2023-01-09 16:40:27, 1444 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშილი - 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია
2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10 პროცენტით განისაზღვრა, ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება 10 პროცენტის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6 600 აშშ დოლარს გადააჭარბებს. „2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 23.7 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,1 პროცენტია. 2022 წელს მობილიზებულმა ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 19.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8 პროცენტია, მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით, მობილიზებულ იქნა 17.4 მილიარდი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ შეადგინა 23.1 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლის 100.2 პროცენტია, მათ შორის, კაპიტალურმა ხარჯებმა 6.0 მილიარდს გადააჭარბა და დაგეგმილი მაჩვენებლის 100 პროცენტი შეადგინა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. მისი თქმით, 2022 წლის თავდაპირველი დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრული იყო 4.4 პროცენტით მშპ-სთან მიმართებით, თუმცა წლის განმავლობაში, ბიუჯეტის დეფიციტი ეტაპობრივად შემცირდა და 3,1 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინფლაციის ტემპის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9.8 პროცენტი შეადგინა. „მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)