17:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 15:43:18, 1756 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - იარაღის მიწოდება ვერაფერს შეცვლის, მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს

საფრანგეთის მიერ კიევისთვის ბორბლიანი ტანკების მიწოდებამ შეიძლება მხოლოდ გაახანგრძლივოს უკრაინელი ხალხის ტანჯვა, მაგრამ არ შეცვლის სიტუაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ კრემლმა იცის, რომ ევროპამ, ნატომ და შეერთებულმა შტატებმა უკვე ათეულობით მილიარდი დოლარი შეიტანეს უკრაინაში იარაღის მიწოდების გზით.

„ძირითადად, ეს მიწოდებები ვერაფერს ვერ შეცვლის უკრაინაში. ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი შემატოს და ტანჯვა გაუხანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში ვერაფერს გადაჭრიან და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესს ვერ შეაფერხებენ, ეს მიწოდება უუნაროა“, - ციტირებს პესკოვს TASS-ი.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ერთ დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შორის კონტაქტი სასარგებლო იყო - „დიალოგში არის პაუზები, მაგრამ წინა ეტაპზე კონტაქტი იყო სასარგებლო და ძალიან კონსტრუქციული, მიუხედავად ყველა არსებული, მათ შორის ღრმა უთანხმოებისა“. 

შეგახსენებთ, რომ ელისეის სასახლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება კიევში AMX-10 RC მსუბუქი საბრძოლო ტანკების გაგზავნის შესახებ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics