|
2023-01-06 12:25:15, 1542 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რის გამოც სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. "ეს უკვე მეექვსე გონების კარგვის შემთხვევაა მისი პატიმრობიდან, თუმცა იყო ყველაზე ძლიერი, როგორც თვითონ აღნიშნა. ჩაუტარდა რაღაც კვლევები, პასუხები ჯერ არ არის, თუმცა საკმაოდ ცუდად არის და ხვალინდელ პროცესზე ითხოვდა გადასვლას, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ სასამართლო პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად, რაც შეიძლება გვიანობამდე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)