19:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 22:52:17, 1720 ნახვა

ომი უკრაინაში
ბერბოკი ე.წ ცეცხლის შეწყვეტაზე - თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა

თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა. ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საშობაო ზავს.

მისივე თქმით, პუტინს ომის გაგრძელება სურს, და  დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მცირედი შესვენება იქნება მისთვის. მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს ვერც თავისუფლებას და ვერც ადამიანების უსაფრთხოებას.

"თუ პუტინს მშვიდობა სურს, საკუთარ ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომიც დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ომის გაგრძელება უნდა, მცირედი შესვენების შემდეგ. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს ვერც თავისუფლებას და ვერც ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას - რათა მათ კვლავ იცხოვრონ მშვიდობიანად." - განაცხადა ბერბოკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics