11:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 14:35:27, 1154 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს!
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. 

საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ, განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი, ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს.

მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას!",- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics