|
2022-12-30 12:18:51, 1737 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - თუ საჭირო გახდა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ
თუ საჭირო გახდა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ,- ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა. დანილოვის თქმით, საუბარი, რომ „ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“. „ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“,-განაცხადა დანილოვმა. დანილოვის თქმითვე, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ის ამ ომში „ჩაითრიოს“. „იომებენ თუ არა ბელარუსები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზეც ზემოქმედებას ვერ ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბელარუსებს ჩვენთან ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვთ, ჩვენ მათთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია“,- დასძინა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)