|
2022-12-27 10:35:37, 1658 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ვამხილეთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად. "ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)