|
2022-12-26 10:18:17, 2245 ნახვა
სამართალი
პენიტენციურის წარმომადგენლის მიმართ შეძახილების გამო 20-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს
"მკვლელო", "მონა", "არ გრცხვენია?!", - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული შეძახილების გამო საგამოძიებო სამსახურმა 20-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრა. შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა ერთი თვით გადადო. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ხმაურის ფონზე გააცილეს. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)