|
2022-12-25 13:10:49, 2392 ნახვა
ომი უკრაინაში
ვაგნერს დიდი დანაკარგები აქვს, ბახმუტთან რუსების შეტევის ტემპი შემცირდა - ISW
კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერს" დიდი დანაკარგები აქვს, ბახმუტთან მისი შეტევის ტემპი შემცირდა. - ამის შესახებ, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში. მათი მტკიცებით, ბახმუტის რაიონში რუსეთის წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა რუსეთის შეტევამ ქალაქის აღების კულმინაციას. ერთი რუსი ბლოგერი ირწმუნება, რომ უკრაინულმა ძალებმა ვაგნერ ჯგუფის დაქირავებულები უკან დააბრუნეს იმ პოზიციებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიკავეს. მოხსენებაში წერია, რომ უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინულმა ძალებმა მთლიანად განდევნეს რუსული ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნებიდან. ISW-ის შეფასებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ჯარებმა უფრო ნაკლები შეტევა განახორციელეს ამ მხარეში, ვიდრე ოქტომბერში. რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება და შესაძლოა შეეცადონ ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის დაწყებას, იტყობინება ISW. ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსული ძალების ამჟამინდელ ოპერატიულ შესაძლებლობებზე ბახმუტის რაიონში შესაძლოა გავლენა იქონიოს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მძიმე დანაკარგებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)