14:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 22:43:43, 1097 ნახვა

საზოგადოება
ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში

ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს.

ლუთერული ეკლესიის ტრადიციების თანახმად, ქრისტეშობის დღესასწაულს რამდენიმე დღე აღვნიშნავთ. ჩვენ წირვა დღეს რამდენიმე ენაზე – ქართულად, გერმანულად და რუსულად ჩავატარეთ. ვისაუბრეთ რწმენაზე და ხაზი გავუსვით ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობას“, – განაცხადა როლფ სბარაისმა.

საზეიმო ლიტურგიას საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი ოჯახთან ერთად დაესწრო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქრისტეშობის დღესასწაულს ყველანი ერთად აღვნიშნავთ. მინდა, რომ ბედნიერება გისურვოთ და ყველას მოგილოცოთ ქრისტეშობის დღესასწაული“, – განაცხადა ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა.

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია 1818 წელს დაფუძნდა. იგი საქართველოში 1000-მდე წევრს ითვლის და ექვს სამრევლოს აერთიანებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics