12:12 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:32:02, 1256 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი სააკაშვილზე - ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ თანაგრძნობის ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება

მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი და ლობისტები ცდილობენ, რომ საერთაშორისო დონეზე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვათ.

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება.

ამის შემდეგ ცხადია ისინი გადავიდნენ კიდევ უფრო იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ეს ლობისტები ამ მხრივ მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ - სიმართლე არის ერთი: ამ ადამიანის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს" - განაცხადა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics