|
2022-12-22 15:13:57, 811 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ფასი, სანდუმ თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს მიხედოს
ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძეს თქმით, მოლდოვის პრეზიდენტს თავად ჰყავს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტები, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში "გამოგზავნის სპეცოპერაციაში" მონაწილეობდა. "თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ. ანალოგიური განცხადება გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნება უნდა დართოს და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საზღვარგარეთ გადაიყვანოს.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)