22:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 13:45:27, 2022 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ კრეისერ ადმირალ კუზნიცოვს ცეცხლი გაუჩნდა

კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვის“ ბორტზე, რომელიც მურმანსკში, ქარხანა „ზვეზდოჩკას“ დოქებში იდგა, ხანძარი გაჩნდა, იტყობინება TASS სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, კრეისერიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ორი წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში, ხანძარი ასევე გაჩნდა ადმირალ კუზნეცოვის ბორტზე, რომელიც რემონტს გადიოდა მურმანსკში. შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

2018 წლის ოქტომბერში, მცურავი დოკი, სადაც ადმირალ კუზნეცოვი რემონტს ეწეოდა, ჩაიძირა, კრეისერმა ხუთმეტრიანი ხვრელი მიიღო.

"ადმირალ კუზნეცოვი" - ერთადერთი ავიამზიდი რუსეთში - ექსპლუატაციაში შევიდა 1991 წლის დასაწყისში. 2017 წელს გამოცხადდა გემის შეკეთების და მოდერნიზაციის გეგმები, სამუშაოები იმ დროს შეფასდა მინიმუმ 20 მილიარდ რუბლად, რაც, როგორც აღინიშნა, უფრო მეტი იყო, ვიდრე ახალი კორვეტის მშენებლობა. ვარაუდობდნენ, რომ 2021 წელს გემი დაბრუნდებოდა ფლოტში, თუმცა, ინციდენტების სერიის გამო, ეს თარიღები გადაიდო. კრეისერის შეკეთების ღირებულება, ზვიოზდოჩკას ქარხანაში უკვე მიღებული ზიანის გათვალისწინებით, არ გახმაურებულა, ისევე როგორც სამუშაოს დასრულების ახალი ვადები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics