13:51 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 21:36:55, 1357 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ზელენსკის მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა

ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს, - განაცხადა  “ქართული ოცნების” წევრმა ანი ოხანაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობას სისასტიკე უწოდა.

მისივე თქმით, ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც არაერთი დანაშაული მიუძღვის ხალხის მიმართ, არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

“ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს.

მოწოდებები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და პირიქით, ნიშნავს, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ასე უბრალოდ, მიუხედავად ტელევიზიის დარბევაში მონაწილეობისა, საკუთრების უფლების შელახვისა, მედიაზე ზეწოლისა, წნეხისა, ხალხის ცემისა და სიკვდილამდე მიყვანასთან დაკავშირებით გაცემული დავალებებისა, არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და ამის უფლება არ აქვს არავის.” - განაცხადა ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics