|
2022-12-20 13:08:35, 1315 ნახვა
სამართალი
კუპატაძე - დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, მათ შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებულთა შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. "დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა კუპატაძემ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)