00:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 09:10:38, 1866 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - უკრაინის ძალებმა 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში 19 დეკემბერს, დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა რეგიონებში დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული

იევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ დედაქალაქზე იერიშისას, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა.

"კიევში საჰაერო თავდასხმა გრძელდება. მტერი დედაქალაქს უტევს შაჰედის დრონებით.ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია მასიურად უტევს უკრაინას რაკეტებით, ასევე ირანული თვითმფრინავებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics