|
2022-12-14 15:37:51, 921 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 15 კილომეტრი ავტობანი გაიხსნა, არავის არ აინტერესებს ეს მედიაში და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება
აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხელ სააკაშვილზე, მართლა, ყელში ამოვიდა. გუშინ, მაგალითად, 15 კილომეტრი ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს. არავის არ აინტერესებს ეს მედიაში და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება და როგორ იქნება. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის შექმნილი რეჟიმის კისერზე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა. თუმცა ასეთ მძიმე დამნაშავეზეც კი, სახელმწიფო ზრუნავს სათანადოდ. მისი თქმით, სააკაშვილზე ამდენი საუბარი, საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. ,,როდესაც საუბარია პატიმრის უფლებებზე, მე შეგახსენებთ, გუშინ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც პატიმრებს კლავენ. მე შეგახსენებთ, ეს არის ციფრები, რომ მათმა ხელისუფლებამ მოკლა რამდენიმე ასეული პატიმარი და ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლებთ, ამოვიდა ყელში ამაზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილი პირადად იყო იმ რეჟიმის ბელადი და მკვლელების ბელადზე, უნდა ვისაუბროთ მეხუთასე დღეა უკვე, სირცხვილი არ არის? 9200 პატიმარია საქართველოში და ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ ამდენი ხანი, როდესაც, მითუმეტეს ეს პატიმარი არის ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის ციხეში. მის რეჟიმს ყავს რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლული. მის ავანტიურებს და ღალატს შეეწირა მარტო 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ასეული ადამიანი. ათიათასობით ბიზნესმენი და არა მარტო ბიზნესმენი გააუბედურეს, ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი დააყაჩაღეს, ზოგს ქონებას სახელმწიფოზე აფორმებდნენ, ზოგს საკუთარ ოჯახებზე და ბევრი სიცოცხლე შეეწირა კიდევ ამას. ასეულობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე არის, მარტო ამ ადამიანის შექმნილი რეჟიმის კისერზე. ახლა გინდათ, რომ ადამიანებს შეეცოდოთ. ასეთ მძიმე, უმძიმეს კრიმინალზეც კი, სახელმწიფო ზრუნავს სათანადოდ და დღეს ის წესით, უნდა იყოს ციხეში და არის საავადმყოფოში. რატომ, მე არ ვიცი. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შესაბამისად, სახელმწიფო ასეთ უმძიმეს დამნაშავეზეც კი, ზრუნავს სათანადოდ. ამის იქით, ჩვენ ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, იმ საკითხებზე რაც უკავშირდება სააკაშვილს. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ კაცზე საუბარს. არის პატიმარი, რომელიც არის საავადმყოფოში, ყველანაირი მომსახურებით არის უზრუნველყოფილი. დანარჩენი არის უწყებების საქმე,’’ - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)