01:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 18:59:25, 2337 ნახვა

ომი უკრაინაში
ანალენა ბაერბოკი - ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინელების სიცივეში ჩაძირვას

სამშაბათს გერმანია უკრაინას დაჰპირდა დამატებით 53,2 მილიონ აშშ დოლარს ზამთრის პერიოდში მხარდასაჭერად, რადგან უკრაინა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განიცდის რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმაში, რომ ცდილობს უკრაინელების გატეხვას  სიცივეში ჩაძირვის სასტიკი ტაქტიკით და დასძინა,რომ გერმანიას ამას არ დაუშვებს.

ბაერბოკის თქმით,გერმანია გაუგზავნის აღჭურვილობას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღსადგენად, მათ შორის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს 

"პუტინის ბომბები ნიშნავს, რომ ექიმებს მობილური ტელეფონების შუქზე მოუწევთ ოპერაციების გაკეთება,ბომბები ნიშნავს,რომ ბავშვები საშინაო დავალებას სანთლის შუქზე შეასრულებენ ქუდებით, შარფებითა და ქურთუკებით,“ - დასძინა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics