|
2022-12-13 15:47:49, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებას“ - ქვეყანაში მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ
მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არა საზოგადოების გაერთიანება, არამედ მხოლოდ გაყოფა შეუძლია. "ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში. ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ... რუსეთის ტერორისტული მოქმედებების პარალელურად, ღალატობთ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენს უკრაინელ ძმებს და ამოქოქეთ რუსული პროპაგანდა საქართველოში. სიძულვილის ენის ნიაღვარს აყენებთ, თქვენ ჰყოფთ, ხლეჩთ საზოგადოებას. არ შეგიძლიათ გაერთიანება, მხოლოდ აპირისპირებთ... რუსეთისთვის ოკუპანტისა და მტრის დაძახების გეშინიათ. ვერ და არ დადიხართ ქართველი ჯარისკაცების - ჩვენი გმირების სამძიმარზე, რომლებიც გმირად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში. პარალელურად, თქვენი რუსი ოლიგარქები აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და დასასანქცირებელთა სიაში და სანქცირებულთა სიაში არიან უკვე", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა "ქართულ ოცნებას".
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)