|
2022-12-13 13:18:00, 1026 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სირცხვილია, არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო
400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ციხეში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს და დაცულია ადამიანის უფლებებიც. “მე ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. რაც შეეხება სახელმწიფო პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან. ციხეში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები არის, რაც მთავარია, დაცული. სახელმწიფო მოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო, ეს არის სირცხვილია, 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო. კარგი რა, 400 დღე რა დღითიდღე მძიმდება?!”,- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)