|
2022-12-13 12:41:20, 1163 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს დახმარებას ვეღარ დაბლოკავს - ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას განბლოკონ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Европейская правда“ Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნგრეთი დათანხმდა მოხსნას თავისი ვეტო ფინანსური ჯარიმების შემცირების სანაცვლოდ. უნგრეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება ორშაბათს, 12 დეკემბერს შედგა. შეთანხმების მიზანი მოკლევადიანი ფინანსური დახმარება, უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დაფინანსება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია იქნება. Европейская правда-ს ცნობით, ამ ფორმატში ამ პაკეტზე შეთანხმების მიღწევა ბოლო დრომდე საეჭვო იყო, განსაკუთრებით უნგრეთის პოზიციის გამო. ფორმალურად, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი წინააღმდეგი იყო ბლოკიდან სახსრები ერთობლივად გამოეყო. ამიტომ, ბრიუსელმა დაიწყო „გეგმის B“ მომზადება, რათა უკრაინას მაინც შეეძლო ამ თანხების მიღება უნგრეთის თანხმობის გარეშე - 26 წევრი ქვეყნის ინდივიდუალური გარანტიით. მათ ამის ევროკავშირში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უთანხმოების თავიდან აცილება სურდათ. აღსანიშნავია, რომ ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ უნგრეთის 5.8 მილიარდ ევროს ოდენობის გეგმას პოსტპანდემიური აღდგენისთვის, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უნგრეთი შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს. ელჩები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. მანამდე, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უნდა შეჩერებულიყო 7.5 მილიარდი ევროს დახმარება. „უკრაინას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ასევე ფინანსურად, რამდენიც დასჭირდება. კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირის რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე 2023 წლის განმავლობაში იმედი ჰქონდეს“,- განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა, ზბინეკ სტანჯურამ.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)