|
2022-12-13 11:42:13, 1004 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა. წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ გამართა. შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე. მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც შეაჯამა. ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე.აღნიშნულ კამპანიაში ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაერთიანდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლივი ღონისძიებები გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებაა, რომლის შემუშავებაზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)