|
2022-12-13 09:24:42, 1240 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას". "ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილობით განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)