19:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 09:44:02, 1842 ნახვა

საზოგადოება
რუსი ჟურნალისტი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegram-ზე წერს. 

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი თბილისში რიგიდან მოფრინავდა, ის მესაზღვრებმა გააჩერეს და შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც ჟურნალისტი რიგის თვითმფრინავში ჩასვეს.

გამოცემის ცნობითვე, ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობდა და აქ ბინას ქირაობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა სახელმწიფომ განიხილოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობასა და საზოგადოებაზე რჩება. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ახლახანს ჩამოსული რუსების დიდი რაოდენობა საქართველოსთვის გამოწვევაა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics