|
2022-12-09 09:51:17, 2236 ნახვა
ომი უკრაინაში
СБУ-მ ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი СБУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადებისას, კრემლის დარბაზში ადგილობრივი არქიმანდრიტი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი იმყოფებოდა. მღვდელი რუსი ოკუპანტების თანხლებით ხერსონიდან, რეგიონის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში გაიქცა. ტაძრის ტერიტორიაზე СБУ-ს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ხატების კოლექცია, რომელიც ხერსონის ოკუპაციის დროს, ლიტვის საპატიო კონსულის სახლიდან მოიპარეს. „ეკლესიის შენობის შემდგომი შემოწმების შედეგად, აღმოჩენილია „რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ფედერალური მრჩევლის“ სახელზე დაწერილი საშვები და ადგილობრივი მღვდლების რუსული პასპორტები, რომლებიც წელს, რაშისტების მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. გარდა ამისა, ჩერკასის ოლქის კრასნოჰირსკის სვიატო-პოკროვსკის სახელობის მონასტერში „ახალი რუსეთის“ დროშა და რუსი ავტორების პროპაგანდისტული ლიტერატურის ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს. ასევე, ოვრუცკ-კოროსტენის ეპარქიის მამათა მონასტრის ტერიტორიასა და ჟიტომირის ოლქში მდებარე ერმიტაჟში გამოაშკარავდნენ ყოფილი კრიმინალები, რომლებიც რუსეთთან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. „ნიკოლოზ მილეცკის მონასტრის შენობის დათვალიერებისას, ნაპოვნი იქნა აგრესორი ქვეყნისთვის ლოცვების ტექსტები და რუსული „სახელმძღვანელოები", - ამბობენ СБУ-ში. შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა ეპარქიებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უკრაინულმა უსაფრთხოებამ კრემლისტური ლიტერატურა და რუსული რუბლები აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)