20:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 15:59:25, 884 ნახვა

საზოგადოება
ოხანაშვილი - რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება, აქ რას ვერ სთავაზობენ?

თუ პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სამედიცინო სერვისს, საზღვარგარეთ მიიღებს?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის ისეთი სერვისი, რომელსაც ექსპრეზიდენტს საქართველოში ვერ სთავაზობენ და შეძლებს, რომ საზღვარგარეთ მიიღებს. 

"როდესაც პატიმარი არის ასევე პაციენტი და მას სჭირდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი, ფაქტია, რომ მას სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ. თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს ამ სერვისს მაშინ რა უნდა გაკეთდეს და საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს?! ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ მას ვერ სთავაზობენ. მე ამ შეკითხვებზე პასუხი არ მომისმენია, მარტივად, ამაზე პასუხი ვერ ექნებათ და არ აქვთ",- განაცხადა ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ"ემპათიის" მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა სახალხო დამცველის კონსილიუმმაც. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, "მნიშვნელოვნად" არის გაუარესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics