|
2022-12-06 14:32:23, 1345 ნახვა
სამართალი
პროკურორი - გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი
ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული, ასევე გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა და არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია უზრუნველყოფილი. როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენება, რაც ზრდის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობას მართლმსაჯულების პროცესში. მან ხაზი გაუსვა განრიდების მექანიზმის მნიშვნელობასაც, რომელიც არასრულწლოვნის საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება. „პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეფასდება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ განრიდება უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას." - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი. ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები: არასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელი, მოთხოვნილი პატიმრობის და პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები. გენერალურმა პროკურორმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით 2022 წელს გატარებულ ღონისძიებებზეც ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, განხორციელდა მათი სისტემატიზაცია და მომზადდა კრებული; რეგიონულ დონეზე ჩატარდა შეხვედრები საოლქო და რაიონული პროკურატურის მენეჯერებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთან; დაინერგა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრის კონცეფცია. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. როგორც საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის არაერთი მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)