|
2022-12-06 13:59:31, 746 ნახვა
საზოგადოება
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში - ჯუანშერ ბურჭულაძე
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“, - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავში დამოუკიდებლობის ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა სკვერში განთავსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალებთან გმირების ხსნოვას პატივი მიაგო. „მინდა, მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მთავრობის სახელით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსთავში ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)